შალვა ჩიქოვანი (1925-2000)
საქართველოს დამსახურებული მხატვარი. თეატრალური მხატვარი.
დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1950 წელს(თეატრის მხატვრობა). იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მხატვარი, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო სტუდიის მხატვარი; 1973–1975წწ. თბილისის მ. თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის პედაგოგი;
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.

