კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ალექსანდრე გომელაური (1907-1966)
საქართველოს სახალხო არტისტი.
1927 წელს სასცენო მოღვაწეობა დაიწყო თბილსის მუშათა თეატრში; 1928-1931წწ. მუშაობდა თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში; 1933 წლიდან გარდაცვალებამდე იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი; შესრულებული აქვს 150–მდე როლი, მათ შორის: შვეიკი(ი. ჰაშეკის “გულადი ჯარისკაცი შვეიკი”), კაკუტა(პ. კაკაბაძის “ყვარყვარე თუთაბერი”), გიორგი(ი. ჭავჭავაძის “ჩატეხილი ხიდი”), ილია ჭავჭავაძე(გ. ნახუცრიშვილის “წიწამური”), გიჟუა და მოურავი(ა. ცაგარელის “რაც გინახავს ვეღარ ნახავ”); კინოროლებიდან აღსანიშნავია: სამხედრო ექიმი(1941, “ქალიშვილი გაღმიდან”), დევი(1955, “ცისკარა”), ომარაშვილი(1957, “ოთარაანთ ქვრივი”), ილია ჭავჭავაძე(1961, “გლახის ნაამბობი”).
დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. მასთან ერთად დაკრძალულია კომპოზიტორი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1979). შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1981) – მერი დავითაშვილი (1924-2014).
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments