კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

მიხეილ ჭიაურელი (დ. 25 იანვარი, 1894, თბილისი — გ. 31 ოქტომბერი, 1974, იქვე)
კინორეჟისორი. იოსებ სტალინის, ცხოვრების ამსახველი ფილმების ავტორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1943), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1948), სტალინური პრემიის 6-გზის ლაურეატი (1941 (2-ჯერ), 1943, 1946, 1947, 1950).
1912 წელს დაამთავრა თბილისის და სკულპტურის სკოლა იაკობ ნიკოლაძის ხელმძღვანელობით. 1915 წლიდან იყო თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის თეატრების მსახიობი, რეჟისორი და მხატვარი. 1921 წელს დააარსა თბილისის სატირის თეატრი. როგორც მსახიობი მონაწილეობდა ფილმებში „არსენა ჯორჯიაშვილი“ (1921), „სურამის ციხე“ (1923)
1925-27 წლებში იყო „მუშათა თეატრისა“ და „წითელი თეატრის“ რეჟისორი და მხატვრული ხელმძღვანელი. დავით ძნელაძესთან ერთად დააფუძნა მუსიკალური თეატრი. კინოში მისი შემოქმედება დაიწყო მსახიობობით. მიღებული აქვს ვენეციის საკავშირო კინოფესტივალის ოქროს მედალი. 1940 წლიდან იყო კომუნისტური პარტიის წევრი.
დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments