კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ალბერტ დილბარიანი (1927-1991)
საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1967).
დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (1952, უჩა ჯაფარიძის კლასი). სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1952 წლიდან. შესრულებული აქვს პეიზაჟური და ჟანრული ხასიათის სურათები, პორტრეტები, ნატურმორტები: „ბოტანიკურ ბაღში” (1953), „ნორჩი ნატურალისტები” (1957), „მერცხლები” (1958), „სამუშაოდან დაბრუნება” (1960), „ზეიმის წინ” (1962), „საჩუქრები ფრონტისათვის (1964), „რთველი” (1969), „მსხლები” (1969), „ძველი თბილისი” (1965, 1972), „თბილისის ეზო” (1977), „მხატვრის სამყარო” (1980), „ნატურმორტი” (1983), „ოჯახი” (1985) და სხვ.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, წმ. გიორგის ეკლესიასთან.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments