კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

მერაბ ახობაძე

მერაბ ახობაძე (1979-2008) – კაპიტანი, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი. დაამთავრა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო აკადემია. სამხედრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, კრწანისში იყო განაწილებული; იყო შტაბის უფროსი, შემდეგ მეოთხე ბრიგადაში გადავიდა და…

ზაურ სახვაძე

ზაურ სახვაძე (1935-2021) – მოჭიდავე, ვეტერანებს შორის მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი. სპორტის ოსტატი. მსაჯი. დაკრძალულია ბორჯომში, სოფ. დაბას საგვარეულო სასაფლაოზე. საფლავის ფოტო აღებულია ბატონი დონი ფანჩულიძის გვერდიდან.

გოგი მურვანიძე

გოგი მურვანიძე (1950-2025) – ჟურნალისტი, საქართველოს დამსახურებული სპორტის მოღვაწე. 55 წლის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მუშაობდა. მუშაობდა მხატვრულ-მუსიკალურ-დრამატულ გადაცემათა მთავარი რედაქტორის თანამდებობაზე, აჭარის ტელევიზიის მაუწყებლობის დაწყებიდან სპორტს…

ეპისკოპოსი დამიანე

ეპისკოპოსი დამიანე (ერისკაცობაში — მამუკა ხუფენია; დ. 6 აგვისტო, 1959, სოხუმი — გ. 30 ივლისი, 2022) – სამთავისისა და კასპის ეპარქიის მღვდელმთავარი 2013 წლის 3 ნოემბრიდან გარდაცვალებამდე. 2004 წლის 2…

თეკლე ბაგრატიონი

თეკლე ბაგრატიონი (დ. 1776 — გ. 1846) – პოეტი, ერეკლე II-ის ასული. გათხოვილი იყო ვახტანგ ორბელიანზე. პოეტების ვახტანგ და ალექსანდრე ორბელიანების დედა. 1832 შეთქმულებაში მონაწილეობისათვის გადაასახლეს ქ. კალუგაში. თეკლე ბატონიშვილის…

ენდი ნემსიწვერიძე

ენდი ნემსიწვერიძე (1967-2024) – პედაგოგი, პოეტი. დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი. მუშაობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მასწავლებლად, იყო ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლის დირექტორი, ბოლოს ქუთაისის მე-7 საჯარო სკოლის დირექტორი. ავტორია…

მართა რაზიკაშვილი

მართა რაზიკაშვილი (1870-1902) – ვაჟა ფშაველას და. “ჯერ კიდევ ყმაწვილი ქალი იყო მართა, როცა მამამისმა – პავლე რაზიკაშვილმა მისი ფეხმძიმობის ამბავი შეიტყო. მე-19-ე საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში, მთის მიყრუებულ სოფელში,…

თამაზ სტეფანია

თამაზ სტეფანია (1950-1972) – ფეხბურთელი, პოზიციით მეკარე. დაიბადა ბოლნისში 1950 წლის 28 სექტემბერს. ვარჯიში და თამაში დაიწყო ადგილობრივ გუნდში. 1968 -70 წლებში თამაშობდა გორის “დილაში”, 1970-72 წლებში კი თბილისის “დინამოში”,…

ზურაბ ბეგიაშვილი

ზურაბ ბეგიაშვილი (1980-2008) – ექიმი, რუსეთ-საქართველოს ომის გმირი, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ლეიტენანტი ზურაბ ბეგიაშვილი, საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის…

ელდარ შენგელაია

ელდარ შენგელაია (დ. 26 იანვარი, 1933, თბილისი — გ. 4 აგვისტო, 2025) – კინორეჟისორი, სახალხო არტისიტი, დამოუკიდებლობის დეკლარაციის ხელმომწერი. განათლება მიიღო კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტში, მოსკოვში. 1957–1959 წლებში მუშაობდა კინოსტუდია…