თამარ ჩაჩიბაია
თამარ ჩაჩიბაია (1961-2024) – საეკლესიო გალობათა კომპოზიტორი. ეკუთვნის მელოდიები ისეთი საგალობლებისა, როგორიცაა “წმინდა ხარ”, “იესო, ღმერთო გულისა ჩემისაო”, “რათა შევიწყნაროთ”, წმ. ნინოს, წმ. გიორგის, წმ. ბარბარეს ტროპარები და სხვა. დაკრძალულია…
ნოდარ მამისაშვილი
ნოდარ მამისაშვილი (1930-2022) – კომპოზიტორი, პედაგოგი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის თეორიულ-საკომპოზიტორო ფაკულტეტი 1956 წელს. 1955-1963წწ. მუშაობდა მუსიკის თეორიისა და კომპოზიციის პედაგოგად IV და 1963-1972წწ. I მუსიკალურ სასწავლებლებში; 1963 წლიდან თბილისის…
შალვა მშველიძე
შალვა მშველიძე (დ. 15 მაისი, 1904, თბილისი — გ. 5 მარტი, 1984, თბილისი) – კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი, სტალინის პრემიის ლაურეატი (1942, 1947). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1930 წელს. 1929…
ვანო მურადელი
ვანო მურადელი (დ. 24 მარტი/6 აპრილი, 1908, გორი, — გ. 14 აგვისტო, 1970, ტომსკი) – კომპოზიტორი, საზოგადო მოღვაწე. საქართველოს (11 აპრილი, 1968) და სსრკ (19 სექტემბერი, 1968) სახალხო არტისტი. ვანო…
შავლეგ შილაკაძე
შავლეგ შილაკაძე (1940-2023) – დირიჟორი, კომპოზიტორი, პედაგოგი. დაამთვრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტი 1963 წელს; 1968 წელს საკომპოზიციო ფაკულტეტი; 1974 წელს ქ. ლენინგრადის კონსერვატორიის სადირიჟორო ფაკულტეტი. 1959-1969წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო…
ალექსანდრე შავერზაშვილი
ალექსანდრე შავერზაშვილი (1919-2003) – კომპოზიტორი, პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნე, საქართველოს სახალხო არტისტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1944 წელს. 1947 წლიდან ასწავლიდა კომპოზიციას თბილისის ცენტრალურ მუსიკალურ ათწლედში, 1955 წლიდან თეორიულ საგნებს; 1952 წლიდან…
სულხან ნასიძე
სულხან ნასიძე (დ. 17 მარტი, 1927, თბილისი — გ. 21 სექტემბერი, 1996) – კომპოზიტორი და პიანისტი. შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1978), საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1966), საქართველოს სახალხო…
მერაბ ფარცხალაძე
მერაბ ფარცხალაძე (დ. 15 დეკემბერი, 1924, თბილისი — გ. 14 თებერვალი, 2008, მოსკოვი) — კომპოზიტორი. მერაბ ფარცხალაძე ბათუმის მუსიკალურ სასწავლებელში გ. ბუჩინსკისთან ეუფლებოდა ფორტეპიანოზე დაკვრას. თეორიულ საგნებს მამა ასწავლიდა. საშუალო…
ნოდარ გაბუნია
ნოდარ გაბუნია (დ. 9 ივლისი, 1933, თბილისი — გ. 31 აგვისტო, 2000) – კომპიზიტორი, პიანისტი და პედაგოგი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967). ჯერ კიდევ ოციოდე წლის ასაკში მან დიმიტრი შოსტაკოვიჩის…
დიმიტრი არაყიშვილი
დიმიტრი არაყიშვილი (დ. 11 თებერვალი/23 თებერვალი, 1873, ვლადიკავკაზი — გ. 13 აგვისტო, 1953, თბილისი) – კომპოზიტორი, მუსიკათმცოდნე-ეთნოგრაფი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. ქართული პროფესიული მუსიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი…