კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

თვე: ნოემბერი 2024

  • Home
  • ესმა ონიანი

ესმა ონიანი

ესმა ონიანი (დ. 20 ივლისი, 1938, თბილისი — გ. 31 იანვარი, 1999, თბილისი) – მხატვარი, პოეტი. 1957–1963 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე. სადიპლომო ნამუშევარმა „უფროსკლასელები“, მიიღო უმაღლესი შეფასება…

ოთარ ქანდარია

ოთარ ქანდარია (1937-2014) – საქართველოს დამსახურებული მხატვარი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე. უშაობდა დაზგურ და წიგნის გრაფიკაში. გამოფენებში მონაწილეობდა 1966 წლიდან (ქუთაისი, თბილისი, მოსკოვი, პარიზი). აქვს გრაფიკული სერია „ქართული ისტორიული ძეგლები“. 2006…

სერგო ქობულაძე

სერგო ქობულაძე (დ. 7 თებერვალი, 1909, ახალციხე — გ. 22 ივლისი, 1978, თბილისი) – საქართველოს სახალხო მხატვარი, სსრკ-ის სამხატვრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. რუსთაველის პრემიის ლაურეატი. სამხატვრო აკადემიის რექტორი. 1925-1930 წლებში სწავლობდა…

ვახტანგ ქოქიაშვილი

ვახტანგ ქოქიაშვილი (1930-2010) – საქართველოს დამსახურებული მხატვარი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1956 წელს. 1962-1969წწ, 1974-1979წწ. იყო საქართველოს მხატვართა კავშირის საწარმოო კომბინატის მთავარი მხატვარი, 1963 წლიდან გამგეობის წევრი, მონუმენტურ-საგამფორმებლო…

ალექსანდრე როინაშვილი

ალექსანდრე როინაშვილი (ასევე ცნობილი სახელით ალექსანდრ როინოვი, რუს. Александр Соломонович Роинов) (დ. 1846, დუშეთი — გ. 11 მაისი, 1898, თბილისი) – პირველი ქართველი პროფესიონალი ფოტოგრაფი. 50–იანი წლებიდან ცხოვრობდა თბილისში, სადაც…

პარმენ რურუა

პარმენ რურუა (1888-1963) – მწერალი, ფსევდონიმი – ოდიშელი 1901-1902წწ. მუშაობდა ბათუმში მანთაშევის ქარხანაში; 1903-1917წწ. სამკერვალო სახელოსნოში მკერავად; 1930-1937წწ. ნივთის ქარხანაში ოპერატორად; 1928-1930წწ. იყო ბათუმის მუშათა კლუბის ლიტერატურული წრის ხელმძღვანელი; 1937…

ვახტანგ რურუა

ვახტანგ რურუა (1940-2014) საქართველოს დამსახურებული მხატვარი. დამდგმელი მხატვარი 18 ფილმისა. ფილმების გარდა მუშაობდა წიგნებისა და ჟურნალების გაფორმებაზე. ონაწილეობდა პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენებში. მუშაობდა გრაფიკის და ფერწერის ჟანრში. დაკრძალულია თბილისში, ვერის…

იოსებ შარლემანი

იოსებ შარლემანი (რუს. Шарлемань Иосиф (Осип) Адольфович, ფრანგ. Iosif Charlemagne) (დ. 6 აპრილი, 1880, პეტერბურგი — გ. 31 დეკემბერი, 1957, თბილისი) – რუსი კლასიკოსი მხატვარი, ფერმწერი, სცენოგრაფი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული…

ნოდარ შავაძე

ნოდარ შავაძე (1950-2020) – მხატვარი, სსრკ კავშირის მხატვართა კავშირის წევრი, საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. 1969 – 71 სწავლობდა თბილისის სამხატვრო სასწავლებელში. 1971 – 76 სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში დიზაინის…

ალექსანდრე შერვაშიძე

ალექსანდრე შერვაშიძე (1867-1968) – პირველი აფხაზი პროფესიონალი მხატვარი, გრაფიკოსი, ფერმწერი. დაიბადა ფეოდოსიაში, 1893 წელს დაამთავრა მოსკოვის სამხატვრო სასწავლებელი. 1919 წელს სოხუმში გახსნა საბავშვო სამხატვრო სკოლა. სასცენო მხატვრობასთან ერთად ეწეოდა დაზგურ…