ალექსანდრე როინაშვილი (ასევე ცნობილი სახელით ალექსანდრ როინოვი, რუს. Александр Соломонович Роинов) (დ. 1846, დუშეთი — გ. 11 მაისი, 1898, თბილისი) –
პირველი ქართველი პროფესიონალი ფოტოგრაფი.
50–იანი წლებიდან ცხოვრობდა თბილისში, სადაც მხატვარ ვ. ხლამოვის ხელმძრვანელობით ეუფლებოდა მხატვრობასა და ფოტოგრაფიას. 1865 წელს თბილისში გახსნა ფოტოგრაფიული სტუდია “რემბრანდტი”. 1887–1888 წლებში ასტრახანში, მოსკოვსა და პეტერბურგში მოაწყო ეროვნული მოძრავი გამოფენა. გადაიღო ქართველ ლიტერატორთა და ხელოვნების გამოჩენილ მოღვაწეთა სურათები. შექმნა შოთა რუსთაველის პორტრეტის ფოტორეპროდუქცია.
დაკრძალულია თბილისში, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ალექსანდრე როინაშვილს
1846-1898
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება
