კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

შალვა აბაშიძე

შალვა აბაშიძე (1920-1992) – შრომის გმირი. 1949 წელს, თამბაქოს მაღალი ჯიშის მოკრეფისათვის მიენიჭა შრომის გმირის წოდება. დაკრძალულია ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხმორისში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ქალბატონმა მელანია აბაშიძემ.

გოჩა ყარყარაშვილი

გოჩა ყარყარაშვილი (1965-1992) – ეროვნული გვარდიის პოლკოვნიკი., ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე. აქტიურად მონაწილეობდა ეროვნულ მოძრაობაში. მონაწილეობდა სპეციალური დანიშნულების ბატალიონ “თეთრი არწივის” ჩამოაყალიბებაში. 1989…

გიორგი XII

გიორგი XII (დ. 10 ოქტომბერი, 1746 — გ. 28 დეკემბერი, 1800) – ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე (1798—1800). XVIII საუკუნის 60-იანი წლებიდან მონაწილეობდა სახელმწიფო საქმეებში. მისი მეფობისას ქართლ-კახეთში მეტად რთული საშინაო და…

ვახტანგ VI

ვახტანგ VI (დ. 15 სექტემბერი, 1675 ― გ. 26 მარტი, 1737, ასტრახანი) – ქართლის გამგებელი (ჯანიშინი) 1703-1714 წლებში, მეფე 1716-1724 წლებში, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, პოეტი, მთარგმნელი, ისტორიკოსი, კოდიფიკატორი და…

მიხეილ დვალიშვილი

მიხეილ დვალიშვილი (1986-2008) – კაპრალი, შინდისის გმირი. დაამთავრა ქუთაისის სამხედრო ლიცეუმი 2003 წელს; სწავლობდა იოანე პეტრიწის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. სავალდებულო სამხედრო სამსახურის შემდეგ, 2007 წლიდან სენაკის მეორე ბრიგადის საინჟინრო…

ეპისკოპოსი დიმიტრი

ეპისკოპოსი დიმიტრი (ერისკაცობაში – რამაზ კაპანაძე; დ. 19 ივნისი, 1975, სოფ. ხორითი, ხარაგაულის რაიონი — გ. 23 იანვარი, 2022) – ხორნაბუჯის ეპარქიის მღვდელმთავარი 2015 წლის 12 იანვრიდან გარდაცვალებამდე, 2022 წლის…

ვლადიმერ რუბაშვილი

ვლადიმერ რუბაშვილი (1940-1964) – მსოფლიო ჩემპიონი ჭიდაობაში; XVII ოლიმპიური თამაშების (რომი,1960) ბრინჯაოს მედლის მფლობელი; გამოირჩეოდა ჭიდაობის აქტიური სტილით და უაღრესად თავისებური ტექნიკით. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკური და თვითმყოფადი მოჭიდავე. ტრაგიკულად…

კონსტანტინე სიდამონ–ერისთავი

კონსტანტინე სიდამონ–ერისთავი (1930-2011) – იურისტი. დაიბადა მანჰეტენზე. სწავლობდა მილბრუკის სკოლაში. დაამთავრა პრინსტონის უნივერსიტეტი სამთო ინჟინრის დიპლომით. მსახურობდა არმიაში, მონაწილეობდა კორეის ომში, რისთვისაც ბრინჯაოს ვარსკვლავი დაიმსახურა. სამხედრო სამსახურის შემდეგ, 1957 წელს…

აკაკი ბერიძე

აკაკი ბერიძე (1939-2025) – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საქართველოს ქირურგთა შორისითვლება ერთ-ერთ ნაყოფიერ ქირურგად, რომელმაც ბათუმში ათეულ ათასობით ოპერაცია ჩაატარა, მათ შორის 44 მის მიერ პირველად განხორციელდა ქირურგიის ისტორიაში, მანვე…

დავით V

დავით V (ხარიტონ დევდარიანი) – (1903-1977) – სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი. პირველდაწყებითი განათლება მიიღო სოფელ სარვეშის არასრულ სკოლაში; სწავლა განაგრძო ჭიათურის მღვიმის დედათა მონასტერში. 1918 წელს სოფელ მირონწმინდის წმ. ნიკოლოზის ეკლესიის…