კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

Paata Aroshidze

  • Home
  • ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანი

ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანი

ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანი (1847-1919) – საზოგადო მოღვაწე, სამხედრო პირი, ქველმოქმედი. ალექსანდრე ორბელიანი დაიბადა 1847 წელს ლამისყანაში, იგი სასწავლებლად პეტერბურგის პაჟთა კორპუსში შეიყვანეს, რომელიც 1867 წელს კორნეტის ჩინით დაამთავრა. საბოლოოდ იგი გახლდათ…

ზურაბ კიკნაძე

ზურაბ კიკნაძე (დ. 3 ოქტომბერი 1933, თბილისი – გ. 23 ნოემბერი 2022, თბილისი) – ორიენტალისტი-ასირიოლოგი, ბიბლეისტი, ფოლკლორისტი, ლიტერატორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მისი საკვლევი სფერო შუამდინარეთის ლიტერატურა, მითოლოგია, რელიგია; ასევე…

ვლადიმერ ბალაძე

ვლადიმერ ბალაძე (1952-2026) – ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 2006-2007წწ. – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1974 წელს. 1974-1976წწ. – თბილისის ავტომატიზაციის საშუალებათა სამეცნიერო-კვლევითი…

ქართლოს კასრაძე

ქართლოს კასრაძე (დ. 27 აგვისტო, 1926 — გ. 2005) — მსახიობი და მწერალი. დაიბადა 1926 წლის 27 აგვისტოს. 1952 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი. 1944 წლიდან გამოდის პროფესიულ…

ლილი ნავერიანი

ლილი ნავერიანი (1927-2021) – საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი. დაიბადა მესტიის მუნიციპალიტეტ სოფელ მულახში. დაამთავრა ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. ინსტიტუტის დამთავრებისთანავე დაუბრუნდა თავის მშობლიურ სოფლის სკოლას და მუშაობა…

ადილარ ჩართოლანი

ადილარ ჩართოლანი (1929-2019) – საქართველოს დამსახურებული ექიმი. დაამთავრა თბილისის სახელმიფო სამედიცინო ინსტიტუტი. მუშაობა დაიწყო მესტიის რაიონულ საავადმყოფოში ქირურგად; 1956 დაინიშნა მესტიის რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმის თანამდებობაზე; 1959 წელს ერთი წლის…

შოთა ჩართოლანი

შოთა ჩართოლანი (1932-2010) – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ასპირანტურა 1963 წელს. 1956-1963წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; 1966 წლიდან მუშაობდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთ. ლორთქიფანიძის არქეოლოგიის ცენტრში და…

ფრიდონ ნიჟარაძე

ფრიდონ ნიჟარაძე (1944 — გ. 13 ნოემბერი, 2020) – სიურეალისტი მხატვარი. ფრიდონ ნიჟარაძეს ბავშვობიდან მხატვრობისადმი დიდი მიდრეკილება აღმოაჩნდა, უშგულში იზრდებოდა და იმ პერიოდში, როცა ტაძრები ფარეხის ფუნქციას ასრულებდა, უპატრონოდ მიტოვებული…

მაქსიმე გვარლიანი

მაქსიმე გვარლიანი (1914-1993) – ალპინისტი, მეგზური, ალპინიზმის ინსტრუქტორი. სპორტის დამსახურებული ოსტატი. მაქსიმე გვარლიანის ხელმძღვანელობით და მონაწილეობით მოეწყო მნიშვნელოვანი ასვლები კავკასიონსა და პამირის მთიანეთში 1937 წელს, შხელდა 1950 წელს, შხარა 1952…

ივდითი ნიჟარაძე

ივდითი ნიჟარაძე (1911-1995) – უშგულის მკვიდრი, გურამ თიკანაძის მეგბარი და დამტირებელი. დაკრძალულია მესტიის მუნისციპალიტეტის სოფელ უშგულში, ლამარიას ეკლესიის ქვემოთ. დიდი მადლობა ბატონ მუხრან გვარლიანს.