კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ივანე მაჩაბელი (დ. 8 თებერვალი [ ძვ. სტ. 27 იანვარი], 1854, თამარაშენი, ქურთის მუნიციპალიტეტი — გ. 8 ივლისი [ ძვ. სტ. 26 ივნისი], 1898, თბილისი) — მწერალი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე. დაიბადა გაღარიბებული მემამულის ოჯახში. 14-15 წლის ასაკში დაიწყო ლექსების წერა. ცოდნას იგი თბილისში, გიმნაზიაში იღებდა. ჭაბუკი გატაცებით ეწაფებოდა ქართულ და რუსულ ლიტერატურას, ბეჯითად სწავლობდა უცხო ენებს. გიმნაზიის კურსის დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ, 1871 წელს, გაემგზავრა პეტერბურგში, ივანე მაჩაბელი ამ დროს ბუნებისმეტყველებით იყო გატაცებული და სწორედ ამ დარგზე შევიდა პეტერბურგის უნივერსიტეტში. მალე, ძმის ზეგავლენით, იგი დაინტერესდა იურიდიული მეცნიერებით და ეს ფაკულტეტიც დაასრულა. პეტერბურგის უნივერსიტეტში ორ ფაკულტეტზე სწავლას ი. მაჩაბლისათვის ხელი არ შეუშლია გაეღრმავებინა თავისი ერუდიცია ლიტერატურისა და ხელოვნების სფეროში. იგი გაუტაცნია პროგრესულ საზოგადოებრივ იდეებს. 1874 წელს ივ. მაჩაბელი სამშობლოში დაბრუნდა და იმავე წლის ბოლოს, აგრონომიულ მეცნიერებათა შესწავლის მიზნით, გაემგზავრა ოპენჰაიმის აკადემიაში (შტუტგარტის მახლობლად), სადაც ორი წელი დაჰყო. 1883 წელს იგი გაზეთ „დროების“ რედაქტორი ხდება. მაგრამ 1885 წლის სექტემბერში, გაზეთი დაიხურა მთავრობის მიერ, მეფის ხელისუფლების საწინააღმდეგო წერილების სისტემატურად ბეჭდვის გამო, გაზეთის რედაქტორი კი პასუხისგებაში მისცეს და სამუდამოდ აუკრძალეს რაიმე გამოცემის რედაქტორობა. 1897 წლის მაისში ივანე მაჩაბელი მძიმე ავად გახდა პლევრიტით. 1898 წლის 26 ივნისს ქალაქში ხმა დაირხა ივანე მაჩაბლის უგზო-უკვლოდ დაკარგვის შესახებ. სანაწილე, რომელშიც მაჩაბლის ორი ნეკნია, განთავსებულია მთაწმინდის პანთეონის კლდეში.

https://www.facebook.com/watch/?v=1590082701677917&rdid=ScJvjbNetj8f0daf

                                              

Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted