კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

შინდისის გმირები

  • Home
  • ირაკლი ჯანელიძე

ირაკლი ჯანელიძე

ირაკლი ჯანელიძე (1987- 2008) – “შინდისის გმირი”. 2006 წლიდან იყო საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, კონტრაქტით მსახურობდა სენაკის მეორე ბრიგადაში, კავშირგაბმულობის ასეულში. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს “აგვისტოს ომის” დროს გმირულად დაიღუპა სოფელ შინდისთან.…

მიხეილ დვალიშვილი

მიხეილ დვალიშვილი (1986-2008) – კაპრალი, შინდისის გმირი. დაამთავრა ქუთაისის სამხედრო ლიცეუმი 2003 წელს; სწავლობდა იოანე პეტრიწის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. სავალდებულო სამხედრო სამსახურის შემდეგ, 2007 წლიდან სენაკის მეორე ბრიგადის საინჟინრო…

შმაგი კუპატაძე

შმაგი კუპატაძე (1986-2008) – “შინდისის გმირი”. სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ, 2007 წელს კონტრაქტით მსახურობდა საქართველოს შეიარღებულ ძალებში, სენაკის სამხედრო ბაზის მეორე ბრიგადის საარტილერიო ასეულში. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს…

მარლენ ბარამია

მარლენ ბარამია (1984-2008) – კაპრალი, “შინდისის გმირი”. დაიბადა 1984 წლის 12 ნოემბერს ოჩამჩირის რაიონში. 2007 წლის მარტში კარანტინი გაიარა ქუთაისის III ქვეით ბრიგადაში, მაგრამ სავალდებულო სამხედრო სამსახურის არქონის გამო უარი…

თეიმურაზ ბერიძე

თეიმურაზ ბერიძე (1974-2008) – შინდისის გმირი. თემურ ბერიძე დაჭრილი ებრძოდა მტერს, სანამ სამიზნე არ დაადეს. შინდისში მტრის ალყაში მოქცეულს, სიცოცხლე სნაიპერმა მოუსწრაფა. დაკრძალულია ბათუმში, ფერიის პანთეონში.

რომან ზოიძე

რომან ზოიძე (1988-2008) – შინდისის გმირი, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი. სავალდებულო სამხედრო სამსახურის შემდეგ კონტრაქტით მსახურობდა სენაკის მეორე ბრიგადაში. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს “აგვისტოს ომის” დროს გმირულად დაიღუპა სოფელ შინდისთან.…

კახა კოშაძე

კახა კოშაძე (1986-2008) კაპრალი, შინდისის გმირი. ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენოსანი. ბოლო ბრძოლა კახა კო­შაძისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. მტერთან შე­ტაკებისას დაიღუპა. დღის პირველი საათისთვის ბრძოლა უკვე დასრულებული იყო, კახას სიცოცხლეც დასრულდა…

ილია შეყლაშვილი

ილია შეყლაშვილი (1984-2008) კაპრალი, შინდისის გმირი. 11 აგვისტოს შინდისში 17 დაღუპული ბიჭიდან ერთ-ერთი იყო. ერთი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. სნაიპერმა ესროლა. დაკრძალულია თბილისში, მუხათგვერდის სასაფლაოზე.

ემზარ წილოსანი

ემზარ წილოსანი (1978-2008) კაპრალი, შინდისის გმირი, ვახტანგ გორგასლის I და III ხარისხის ორდენოსანი. დაიბადა ლანჩხუთში. ემზარი ომის დროს მხნედ იყო და მეგობრებსაც სულ ეუბნებოდა: ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგან…

რუსლან წულაძე

რუსლან წულაძე (1983-2008) კაპრალი, “შინდისის გმირი” დაიბადა 1983 წლის 30 აგვისტოს, ლანჩხუთში. ნიგოეთის სკოლა დაამთავრა, შემდეგ სამხედრო ვალი მოიხადა სენაკის ბაზაზე. რუსლან წულაძე გააფთრებული ებრძოდა, შინდისში ვერაგულად ჩასაფრებულ მტერს… გამოსვენება…