კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

კახა კოშაძე (1986-2008)
კაპრალი, შინდისის გმირი. ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენოსანი.
ბოლო ბრძოლა კახა კო­შაძისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. მტერთან შე­ტაკებისას დაიღუპა. დღის პირველი საათისთვის ბრძოლა უკვე დასრულებული იყო, კახას სიცოცხლეც დასრულდა და მისი სახელი მარადისობამ მიისაკუთრა. „მე თვითონ ჩამოვალო“, – ეს იყო მისი ბოლო სიტყვები, მერე კავშირი შეწყდა.
სამშობლოსთვის დაღუპული გმირი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განისვენებს.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments