ირაკლი ჯანელიძე (1987- 2008) – “შინდისის გმირი”. 2006 წლიდან იყო საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, კონტრაქტით მსახურობდა სენაკის მეორე ბრიგადაში, კავშირგაბმულობის ასეულში. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს “აგვისტოს ომის” დროს გმირულად დაიღუპა სოფელ შინდისთან. დაკრძალულია ქუთაისში. საფლავის ფოტო აღებულია გვერდიდან “ქართველი ხალხის ძალა”.

