ფელიქს კაკაურიძე (1969-2008) – შინდისის გმირი, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენოსანი. სწავლობდა ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. 2000 წლიდან კონტრაქტით მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, სენაკის მეორე ბრიგადაში. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს “აგვისტოს ომის” დროს გმირულად დაიღუპა სოფელ შინდისთან. დაკრძალულია სოფელ საიმედოს სასაფლაოზე, ბაღდათის მუნიციპალიტეტი. საფლავის ფოტო აღებულია გვერდიდან: “ქართველი ხალხის ძალა”.

