ცისანა ანთაძე
ცისანა ანთაძე (1940-2026) – პოეტი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტუტუტი მათემატიკის სპეციალობით. გამოცემული აქვს პოეტური კრებულები. დაკრძალულია ბათუმის საკათედრო ტაძრის ეზო-პანთეონში.
გიორგი ქართველიშვილი
გიორგი ქართველიშვილი (დ. 1827, თბილისი — გ. 1901) – საზოგადო მოღვაწე, მეწარმე და ქველმოქმედი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი და ხაზინადარი. ქართველიშვილის (და მისი კომპანიონი ზეზემანის) ფირმა ორთქლის…
აბრეკ ფხალაძე
აბრეკ ფხალაძე (1920-2018) – დამსახურებული არტისტი. სწავლობდა თბილისის საესტრადო სტუდიაში 1937-1939წწ., დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1950 წლიდან მოღვაწეობდა თბილისის მოზარდ-მაყურებელთა თეატრში. 1970 წლიდან მონაწილეობდა კინოგადაღებებში. დაკრძალულია…
ფელიქს კაკაურიძე
ფელიქს კაკაურიძე (1969-2008) – შინდისის გმირი, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენოსანი. სწავლობდა ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. 2000 წლიდან კონტრაქტით მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, სენაკის მეორე ბრიგადაში.…
თენგო ავსაჯანიშვილი
თენგო ავსაჯანიშვილი (დ. 1970, სოფ. გორისციხე, ახლანდ. ყაზბეგის მუნიციპალიტეტი — გ. 31 მაისი, 2024) – პოეტი. დაამთავრა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტი. მისი პირველი ლექსები იბეჭდებოდა რაიონულ გაზეთ „დარიალში“ 80-იან წლებში.…
ნიკოლოზ დანელია
ნიკოლოზ დანელია (1959-1985) – რეჟისორი, პოეტი. მაყურებელმა ჯერ კიდევ ჩვილობისას გაიცნო, როდესაც მამის, გიორგი დანელიას ლეგენდარულ ფილმში „სერიოჟა“ (1960) მონაწილეობდა. მოგვიანებით ის გამოჩნდა ისეთ კინოშედევრებში, როგორებიცაა „ჯენტლმენები წარმატება“ და „ოცდაცამეტი“.…