კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

თვე: მაისი 2026

  • Home
  • თამარ ყუფუნია

თამარ ყუფუნია

თამარ ყუფუნია (დ. 21 სექტემბერი , 1901, სოფ. ზუბი, ახლანდელი ხობის მუნიციპალიტეტი — გ. 26 ნოემბერი, 1985, ზუგდიდი) – საკოლმეურნეო წარმოების ნოვატორი, ორგზის შრომის გმირი (1948, 1951). საქართველოს სსრ III…

გუგუ გობეჩია

გუგუ გობეჩია (1914-1976) – შრომის გმირი. ზუგდიდის რაიონული საბჭოს თავმჯდომარე. 1950 წელს მიენიჭა “შრომის გმირის” წოდება ჩაის მოსავლის 15 %-ით გადიდებისათვის. დაკრძალულია ზუგდიდში,მანცხვარკარის სასაფლაოზე. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა რამაზ შაინიძემ.

სევერიან ებრალიძე

სევერიან ებრალიძე (1917-1982) – შრომის გმირი. მუშაობდა: გაზეთ „მებრძოლის“ რედაქტორად. ზუგდიდის რაიკომის II მდივანი, აბაშის რაიკომის I მდივანი, გალის რაიკომის I მდივანი, ოჩამჩირის ჩაის ფაბრიკის დირექტორი, ინგირის საბჭოთა მეურნეობის დირექტორი,…

გიგლა ირემაძე

გიგლა ირემაძე (1960-2004) – ადმირალი, საქართველოს საზღვაო ძალების სარდალი. სხვადასხვა დროს: სახმელეთო ჯარების დაზვერვის უფროსი (1997), საზღვაო ქვეითი ბატალიონის მეთაური (1997-1998), საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საზღვაო თავდაცვის ძალების უფროსი (2001). გარდაიცვალა…

ლეოპოლდ ძაძამიძე

ლეოპოლდ ძაძამიძე (1922-1966) – დამსახურებული მხატვარი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1947 წელს. შექმნილი აქვს პეიზაჟურ-ფერწერული ტილოები – სვანეთის, ბორჯომის ხეობის, კახეთის, ქუთაისის, ყაზბეგის სერიები; დაღესტნისა და ბალტიისპირეთის პეიზაჟები. დაკრძალულია ზუგდიდში,…

ირაკლი ჯანელიძე

ირაკლი ჯანელიძე (1987- 2008) – “შინდისის გმირი”. 2006 წლიდან იყო საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, კონტრაქტით მსახურობდა სენაკის მეორე ბრიგადაში, კავშირგაბმულობის ასეულში. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს “აგვისტოს ომის” დროს გმირულად დაიღუპა სოფელ შინდისთან.…

არდევან ახვლედიანი

არდევან ახვლედიანი (1897-1942) – მეან-გინეკოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1936), პროფესორი(1939). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1924 წელს. მუშაობდა სვანეთში, სადაც შეისწავლა ენდემური ჩიყვი. გამოიკვლია საქართველოში ამ დაავადების გავრცელების მიზეზები. შეისწავლა…

ცინცაძე იაკობ

ცინცაძე იაკობ – (ფსევდონიმები: ეკალაძე ია, თომაანთ კობა) (დ. – 23.III.1872 სოფ. ციმისი, თერგის ოლქი – გ. – 11.X.1933) – მწერალი, პუბლიცისტი, პედაგოგი, ვექილი. 1894 გაზეთ „ივერიამ“ დაბეჭდა მისი პირველი…

შალვა შარაშიძე

შალვა შარაშიძე (1880-1934) – მთარგმნელი, მწერალი, პედაგოგი. დაამთავრა ბახვის დაწყებითი სკოლა 1891 წელს. სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში. 1996 წელს ნოვოროსიის უნივერსიტეტის (ოდესა) ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე შევიდა, შემდეგ სამედიცინო ფაკულტეტზე გადავიდა.…

ცეცილია კალანდაძე

ცეცილია კალანდაძე (1914-2001) – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიი ფაკულტეტი 1938 წელს. 1937-1938წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ბიბლიოგრაფიული განყოფილების გამგედ; 1939-1941წწ.…