თამარ ყუფუნია (დ. 21 სექტემბერი [ძვ. სტ. 8 სექტემბერი], 1901, სოფ. ზუბი, ახლანდელი ხობის მუნიციპალიტეტი — გ. 26 ნოემბერი, 1985, ზუგდიდი) – საკოლმეურნეო წარმოების ნოვატორი, ორგზის შრომის გმირი (1948, 1951). საქართველოს სსრ III — XI მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალსოფლის კოლმეურნეობის № 1 საწარმოო ბრიგადის ბრიგადირი. საქართველოს სოფლის მეურნეობის დამსახურებული მუშაკი. სკკპ წევრი 1943 წლიდან. კოლმეურნეობაში შევიდა 1930 წელს. გმირობა პირველად სიმინდის, ხოლო მეორედ ჩაის ფოთლის უხვი მოსავლის მიღებისას მიენიჭა. დაჯილდოებულია 4 ლენინის ორდენით, ოქტომბრის რევოლუციის, შრომის წითელი დროშის ორდენებითა და მრავალი მედლებით (მათ შორის საკავშირო სასოფლო-სამეურნეო გამოფენის 1 დიდი ოქროს, 5 მცირე ოქროს და ვერცხლის მედლებით). დაკრძალულია ზუგდიდში,მანცხვარკარის სასაფლაოზე. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა რამაზ შაინიძემ.

