ლეოპოლდ ძაძამიძე (1922-1966) – დამსახურებული მხატვარი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1947 წელს. შექმნილი აქვს პეიზაჟურ-ფერწერული ტილოები – სვანეთის, ბორჯომის ხეობის, კახეთის, ქუთაისის, ყაზბეგის სერიები; დაღესტნისა და ბალტიისპირეთის პეიზაჟები. დაკრძალულია ზუგდიდში, საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა რამაზ შაინიძემ.

