ემზარ წილოსანი (1978-2008)
კაპრალი, შინდისის გმირი, ვახტანგ გორგასლის I და III ხარისხის ორდენოსანი.
დაიბადა ლანჩხუთში. ემზარი ომის დროს მხნედ იყო და მეგობრებსაც სულ ეუბნებოდა: ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგან სიმართლე ჩვენს მხარესააო. რამდენიმე ახლო მეგობარს ომის დღეებში ტელეფონით დაუკავშირდა, რამე რომ მოხდეს, ცოლ-შვილს მიმიხედეთო, მეუღლეს კი უთხრა – „სახლში დამელოდე, მოვალ“
დაკრძალულია ლანჩხუთში.

