კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

წმინდა ნინო — ქრისტიანობის მქადაგებელი და გამავრცელებელი საქართველოში 323 წლის 20 ივლისიდან, მოციქულთასწორი. მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი. წმ. ნინო წარმოშობით კაბადოკიიდან იყო და კეთილშობილ ოჯახს მიეკუთვნებოდა. იგი იერუსალიმში გაიზარდა, სადაც მისი მშობლები გადასხლდნენ, როცა ის 12 წლის იყო. 14 წლის ნინოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და საქართველოში წასვლა უბრძანა ქრისტეს რწმენის საქადაგებლად. მრავალი ჭირითა და გარჯით ნინომ მოაქცია ქართლის სამეფო ოჯახი და სრულიად ერი. პირველ ტაძარში, რომელიც მეფე მირიანმა მცხეთაში ააშენა, მისი ლოცვით აღიმართა მაცხოვრის კვართზე ამოსული ნაძვიდან გამოკვეთილი სვეტი, რის შემდეგაც ამ ტაძარს სვეტიცხოველი ეწოდა. შემდეგ მან ქადაგება კახეთში განაგრძო. თავისი ცხოვრების ბოლო წლები წმ. ნინომ ბოდბეში გაატარა და აქვე გარდაიცვალა. წმ. ნინოს საფლავი საკურთხევლიდან ხელმარჯვნივ არსებულ ეკვდერში მდებარეობს.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted