კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ოთარ ქანდარია (1937-2014) – საქართველოს დამსახურებული მხატვარი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე. უშაობდა დაზგურ და წიგნის გრაფიკაში. გამოფენებში მონაწილეობდა 1966 წლიდან (ქუთაისი, თბილისი, მოსკოვი, პარიზი). აქვს გრაფიკული სერია „ქართული ისტორიული ძეგლები“. 2006 წ. გელათის სამონასტრო კომპლექსის დაარსების 900 წლისთავთან დაკავშირებით, ამ სერიის საუკეთესო ნიმუშები გამოვიდა ალბომად, სახელწოდებით „ჟღერს ქვის ჰარმონია“. მისი გაფორმებულია 200-ზე მეტი წიგნი. ოთარ ქანდარიას ნამუშევრები დაცულია საქართველოს კულტურის სამინისტროს ფონდში, ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში, კერძო კოლექციებში. დაკრძალულია ქუთაისში, საფიჩხიას სასაფლაოზე.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments