ვახტანგ ქოქიაშვილი (1930-2010) –
საქართველოს დამსახურებული მხატვარი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1956 წელს. 1962-1969წწ, 1974-1979წწ. იყო საქართველოს მხატვართა კავშირის საწარმოო კომბინატის მთავარი მხატვარი, 1963 წლიდან გამგეობის წევრი, მონუმენტურ-საგამფორმებლო სამხატვრო საბჭოს თავმჯდომარე. 1982 წლიდან იყო მონუმენტური ხელოვნების სექციის თავმჯდომარე. მონაწილეობდა მოსკოვისა და მონუმენტური ხელოვნების I საკავშირო გამოფენაში, მონუმენტური მხატვრობისა და არქიტექტურის სინთეზისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სიმპოზიუმებში, სამინანქრო ხელოვნების საერთაშორისო სიმპოზიუმებში (უნგრეთი, მოსკოვი, 1985, 1988, 1990).
დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე. მასთან ერთად დაკრძალულნი არიან:
იოსებ ქოქიაშვილი (1904-1980) – მხატვარი, კარიკატურისტი.
ლადო ქოქიაშვილი (1936-1952) – მოქანდაკე, სპორტის სასახლის “მზეჭაბუკის” ქანდაკების პროტოტიპი. ლადო ქოქიაშვილის მკვლელობამ მთელი საქართველო შეძრა. თბილისელები იხსენებენ, დაკრძალვის დღეს ქალაქის კოლორიტი ხალხმა ხელით ატარა ვაკის სასაფლაომდე, მის კუბოს თავდახრილნი მიჰყვებოდნენ…

