კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ალექსანდრე შავერზაშვილი (1919-2003) – კომპოზიტორი, პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნე, საქართველოს სახალხო არტისტი. დაამთავრა  თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1944 წელს. 1947 წლიდან ასწავლიდა კომპოზიციას თბილისის ცენტრალურ მუსიკალურ ათწლედში, 1955 წლიდან თეორიულ საგნებს; 1952 წლიდან  თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი(1968, პროფესორი, 1971, პრორექტორი); შექმნილი აქვს: ოპერები “მარინე”(1954), “ოიდიპოს მეფე”(1964), “ახალი ნაპირებისაკენ”, სამი საფორტეპიანო ტრიო(1952, 1968, 1979), საფორტეპიანო კვინტეტი, ორი სიმებიანი კვარტეტი, სონატა ვიოლონჩელოსათვის(1970), ორი საფორტეპიანო კონცერტი, ვოკალურ–სიმფონიური ციკლი “ხმა იდუმალი”(1977), სამი სიმფონია(1945, 1962, 1976), სიმფონიური სურათი “მტკვარი”(1958), სიმფონიური პოემები – “ლენინელები”(1968), “მცირე მიწა”(1980), კანტატები, ოპერეტები, მცირე ფორმის ვოკალური და ინსტრუმენტული ნაწარმოებები. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. მასთან ერთად დაკრძალულია აზა ქავთარაძე (1919-2000) – საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირის წევრი, ააქართველოს დამსახურებული მასწავლებელი.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments