კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

შავლეგ შილაკაძე (1940-2023) – დირიჟორი, კომპოზიტორი, პედაგოგი. დაამთვრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტი 1963 წელს; 1968 წელს საკომპოზიციო ფაკულტეტი; 1974 წელს ქ. ლენინგრადის კონსერვატორიის სადირიჟორო ფაკულტეტი. 1959-1969წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური და კამერული ორკესტრის მსახიობი; 1969-1984წწ. თბილისის I სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგი; 1976-1985წწ. ანსამბლ “თბილისის კამერატას” დამაარსებელი და მთავარი დირიჟორი; 1984-2014წწ. კონსერვატორიის დოცენტი, პროფესორი; 1988 წლიდან კამერული ორკესტრის “თბილისის კონცერტინოს” დამაარსებელი და მთავარი დირიჟორი. 1999-2002წწ. კაიროს (ეგვიპტე) ხელოვნებათა აკადემიის სიმფონიური ორკესტრის მიწვეული დირიჟორი; 2002 წელს “თბილისის მუსიკოსთა და მუსიკის მოყვარულთა კავშირის” დამაარსებელი. შექმნილი აქვს სიმფონიური, კამერული და საგუნდო ნაწარმოებები. დაკრძალულია თბილისში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ღვთისმშობლის ხარების ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა დავით ჭანტურიამ, რისთვისაც ვუხდით მადლობას.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments