ნოდარ გაბუნია (დ. 9 ივლისი, 1933, თბილისი — გ. 31 აგვისტო, 2000) –
კომპიზიტორი, პიანისტი და პედაგოგი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967).
ჯერ კიდევ ოციოდე წლის ასაკში მან დიმიტრი შოსტაკოვიჩის მაღალი შეფასება დაიმსახურა, რომელმაც გაბუნია თაობის ერთ-ერთ უნიჭიერეს მუსიკოსად შეაფასა. მოსკოვის კონსერვატორიის ბრწყინვალედ დამთავრების შემდეგ, სადაც საფორტეპიანო ხელოვნებას ალექსანდრე გოლდენვეიზერი, ხოლო საკომპოზიციო ოსტატობას არამ ხაჩატურიანი აზიარებდა, იგი თბილისში ბრუნდება და სათავეში უდგება თბილისის სახელწიფო კონსერვატორის საფორთეპიანო კათედრას. 1983 წელს გაბუნია კონსერვატორიის რექტორი ხდება და ამ თანამდებობას სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებდა.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

