კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

დიმიტრი არაყიშვილი (დ. 11 თებერვალი/23 თებერვალი, 1873, ვლადიკავკაზი — გ. 13 აგვისტო, 1953, თბილისი) –
კომპოზიტორი, მუსიკათმცოდნე-ეთნოგრაფი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. ქართული პროფესიული მუსიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1929). საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1950). სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1950).
1906 წელს არაყიშვილმა მოწინავე რუს მუსიკოსებთან ერთად საფუძველი ჩაუყარა “სახალხო კონსერვატორიას”, სადაც თვითონაც ასწავლიდა. ორი წლის შემდეგ მან არბატის უღარიბესი მოსწავლეებისათვის დააარსა უფასო სამუსიკო კურსები. მისი პირადი თაოსნობითა და ღვაწლით 1908 მოსკოვში გამოვიდა პროგრესული ჟურნალი “მუზიკა ი ჟიზნი”, რომელსაც რამდენიმე წლის განმავლობაში თვითონვე რედაქტორობდა. ამავე პერიოდში იგი აქტიური წევრი იყო მოსკოვის “მეცნიერების, ხელოვნებისა და ლიტერატურის ქართული საზოგადოებისა”, რომელსაც სათავეში ედგა ა.სუმბათაშვილ-იუჟინი.
1918 არაყიშვილი საქართველოში გადმოსახლდა და მთავარ ამოცანად მან მუსიკოსთა ახალგაზრდა კადრების მომზადება დაისახა. 1921 წელს თბილისში მისი უშუალო ინიციატივით დაარსდა მეორე კონსერვატორია, რომელთანაც ჩამოყალიბდა საგუნდო კლასი, სიმებიანი კვარტეტი, საოპერო სტუდია. 1926-1930 არაყიშვილი იყო თბილისის კონსერვატორიის (1923 ორივე კონსერვატორია გაერთიანდა) დირექტორი, კათედრის გამგე, საკომპოზიციო ფაკუკლტეტის დეკანი. 1932 იგი სათავეში ჩაუდგა საქართველოს კომპოზიტორთა კავშირს. საბჭოთა პერიოდში არაყიშვილის შემოქმედება გამდიდრდა სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებებით (კომიკური ოპერა “დინარა”, სიმფონიები, კანტატა).
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments