კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ნოდარ მამისაშვილი (1930-2022) – კომპოზიტორი, პედაგოგი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის თეორიულ-საკომპოზიტორო ფაკულტეტი 1956 წელს. 1955-1963წწ. მუშაობდა მუსიკის თეორიისა და კომპოზიციის პედაგოგად IV და 1963-1972წწ. I მუსიკალურ სასწავლებლებში; 1963 წლიდან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის თეორიისა და კომპოზიციის პედაგოგი, დოცენტი; 1995 წლიდან პოლო-სტუდია “თეთრი კვადრატის” პრეზიდენტი; 1996 წლიდან ბგერითი ეკოლოგიის ცენტრის მთავარი კოორდინატორი; 1989 წლიდან სასულიერო აკადემიის მართლმადიდებლური გალობის წინა ისტორიისა და ისტორიის პედაგოგი. დაკრძალულია მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments