კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ვანო მურადელი (დ. 24 მარტი/6 აპრილი, 1908, გორი, — გ. 14 აგვისტო, 1970, ტომსკი) – კომპოზიტორი, საზოგადო მოღვაწე. საქართველოს (11 აპრილი, 1968) და სსრკ (19 სექტემბერი, 1968) სახალხო არტისტი. ვანო მურადელმა მუსიკის სწავლა დაიწყო 1925 თბილისის კუკიის სამუსიკო სასწავლებელში, 1926 კი – განაგრძო თბილისის კონსერვატორიაში კომპოზიციის (ს. ბარხუდარიანის და მ. ბაგრინოვსკის კლასში) და სადირიჟორო განხრით, რომელიც დაამთვრა 1931, ხოლო 1934–1938 კი სწავლა განაგრძო მოსკოვის კონსერვატორიაში ბ. შეხტერთან და ნ. მიასკოვსკისთან (კომპოზიციაში). 1929–1932 მუშაობდა სამუსიკო ნაწილის გამგედ თბილისის მუშა-ახალგაზრდობის თეატრში. მუსიკალურად გააფორმა სპექტაკლი „მზის დაბნელება საქართველოში“. 1932–1934 მუშაობდა საესტრადო განხრით. 1934 გადავიდა მოსკოვში. 1939–1948 იყო საკავშირო მუსფონდის თავმჯდომარე. 1942–1944 იყო სსრ კავშირის სამხედრო–საზღვაო ფლოტის ცენტრალური ანსამბლის ხელმძღვანელი. 1959–1970 იყო კომპოზიტორთა კავშირის მოსკოვის ორგანიზაციის თავმჯდომარე. 1960–1970 იყო რუსეთის კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის მდივანი. 1968–1970 საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის მდივანი. დაკრძალულია მოსკოვში, ნოვოდევიჩის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments