შალვა მშველიძე (დ. 15 მაისი, 1904, თბილისი — გ. 5 მარტი, 1984, თბილისი) – კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი, სტალინის პრემიის ლაურეატი (1942, 1947). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1930 წელს. 1929 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი; 1942 წლიდან პროფესორი; სხვადასხვა დროს მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე კონსერვატორიაში; 1947 წლიდან იგი იყო საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორი; სტუდენტობისას დაიწყო ხალხური მუსიკის ნიმუშების შეგროვება; შემოიარა სვანეთი, თუშ–ფშავ–ხევსურეთი, ქიზიყი, კახეთი, ქართლი, მესხეთ–ჯავახეთი, გურია, აჭარა; პირველმა შემოიტანა ქართულ პროფესიულ მუსიკაში ფშავ-ხევსურული მუსიკალური დიალექტი; იგი ქართული ეპიკური სიმფონიზმის ფუძემდებელია. დაკრძალულია თბილისში, დიდუბის პანთეონში.

