კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

სულხან ნასიძე (დ. 17 მარტი, 1927, თბილისი — გ. 21 სექტემბერი, 1996) – კომპოზიტორი და პიანისტი. შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1978), საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1966), საქართველოს სახალხო არტისტი (1979). სულხან ნასიძემ 1950 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო ფაკულტეტი, ხოლო 1955 წელს საკომპოზიტორო ფაკულტეტი. დაწერილი აქვს 8 სიმფონია, ბალეტები, კონცერტები და სხვა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან ერთად დაკრძალულია ვანო ნასიძე (1964-2012) – გენეტიკოსი და ანთროპოლოგი. 1964 წლის 26 მაისს დაიბადა და მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება კავკასიური პოპულაციების გენეტიკურ შესწავლას მიუძღვნა. სწავლობდა თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე. შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ვანო ნასიძის ნაშრომების უმეტესობა მიძღნილია კავკასიური პოპულაციებისადმი. 1998 წ – გარდაცვალებამდე (2012 წ) მოღვაწეობდა მაქს პლანკის ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტში, გენეტიკის დეპარტამენტში.
     
Subscribe
Notify of
guest

1 Comment
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments
Tamar
Tamar
4 months ago

გადასარევი წამოწყებაა… მაგრამ სურათი სულხან ცინცაძისაა და არა ნასიძის…

Picture1