კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

თვე: იანვარი 2025

  • Home
  • აკაკი ელიავა

აკაკი ელიავა

აკაკი ელიავა (1952-2000) -საქართველოს კანონიერი ხელისუფლების მომხრე სამხედრო პირი. დაიბადა 1952 წელს. დაამთავრა მოსკოვის ელექტროტექნიკუმი, შემდეგ როსტოვის რკინიგზისა და ტრანსპორტის ინსტიტუტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს სოფლის ელექტრომშენის სამმართველოს მთავარ სამუშაოთა…

შერიფ ხიმშიაშვილი

შერიფ ხიმშიაშვილი (დ. 1829 — გ. 1892, პეტერბურგი) – დიდი თავადი, ზემო-აჭარის უკანასკნელი მთავარი, გენერალ-მაიორი, საზ. მოღვაწე, აჰმედ-ფაშას ძე. ბათუმისათვის ბრძოლაში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა აჭარის ბეგების მიერ დაკავებულ პოზიციას. მათ…

სელიმ-ფაშა ხიმშიაშვილი

სელიმ-ფაშა ხიმშიაშვილი (-1815)- ახალციხის ფაშა 1803-1809 და 1812-1815 წლებში; აბდულა-ბეგის ძე. XVIII საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ვიდრე ფაშა გახდებოდა, იყო ზემო აჭარის სანჯაყ-ბეგი. სელიმი თავის მამის კვალს — ბეგობას დაადგა…

სოლომონ ლიონიძე

სოლომონ ლიონიძე (1754-1811) – დიპლომატი, მეფე ერეკლეს მდივანი. “გეორგიევსკის ტრაქტატის” ერთ-ერთი ავტორი. განათლება მიიღო თელავის სამეფო კარის სკოლაში. იგი იბრძოდა საქართველოს გაერთიანებისათვის, მონაწილეობდა ჩვენი სამეფოების საშინაო და საგარეო საქმეებში, ზრუნავდა…

თამარ ლაშქარაშვილი

თამარ ლაშქარაშვილი (1916-2001) – საქართველოს სსრ განათლების მინისტრი (1960-1976), საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი, 1937-დან 1951 წლამდე პედაგოგიურ სამუშაოზეა. იგი მუშაობდა საშუალო სკოლის მასწავლებლად, სასწავლო ნაწილის გამგედ, ხოლო შემდეგ დირექტორად. 1951 წლის…

მიხეილ ლაშქარაშვილი

მიხეილ ლაშქარაშვილი (დ. 1884, სოფ. ქვემო ხანდაკი, კასპის მუნიციპალიტეტი, — 1952, საფრანგეთი) – სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე; ანტი-საბჭოთა პარტიზანული რაზმის ხელმძღვანელი ქართლში 1920-იანი წლების დასაწყისში. 1900-იანი წწ. დასაწყისში მუშაობდა იარალოვის…

გრიგოლ ლაშქარევი

გრიგოლ ლაშქარევი (ლაშქარაშვილი) (1788-1849) – წარმოშობით ქართველი, რუსი სენატორი, გენერალ ლეიტენანტი. დაიბადა წარმოშობით ქართველი თავადის სერგეი ლაშქარაშვილის ოჯახში. 1808 წლიდან მუშაობს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინოსტროში. მონაწილეობდა ბოროდინოს ომში. 1813 წლის…

დორიან კიტია

დორიან კიტია (1927-2006) – მომღერალი, მუსიკოსი, თბილისის ფილარმონიის დირექტორი, თბილისის საპატიო მოქალაქე. 1951 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1959-1962 წლებში მუსაობდა ახალგაზრდული ორგანიზაციების თავმჯდომარედ. 1962-1970 წლებში იყო რუსტაველის თეატრის დირექტორი.…

მამუკა ასლანიკაშვილი

მამუკა ასლანიკაშვილი (1946-1986) – კომკავშირის რუსთავის საქალაქო კომიტეტის მეორე მდივანი, შემდეგ პირველიმდივანი, საქართველოს ალკკ ცენტრალური კომიტეტის მდივანი, საქართველოს კოპმპარტიის ზესტაფონის რაიკომის პირველი მდივანი, ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის წევრი, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური…

მიხეილ მურვანიშვილი

მიხეილ მურვანიშვილი (დ. მაისი, 1875, სურამი, ხაშურის მუნიციპალიტეტი – გ. იანვარი, 1959 ) – მეტყევე. დაამთავრა ახალციხის სატყეო სასწავლებელი 1893 წელს. 1893 წელს იყო მარტყოფის სატყეოს უფროსის თანაშემწე; 1897 წლიდან…