კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ანდრო მირიანაშვილი (1927-1991) – ლიტერატურათმცოდნე, მკვლევარი, პედაგოგი, ფილოლოგი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1949 წელს. იყო შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობასაც, სხვადასხვა დროს კითხულობდა ქართული ლიტერატურის ისტორიის კურსს ცხინვალის პედაგოგიურ ინსტიტუტში, თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტებში. მონაწილეობდა ქართული ლიტერატურის ისტორიის მეხუთე ტომის შედგენასა და გამოქვეყნებაში. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში, წმ. გიორგის ეკლესიის ეზოში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments