კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

აპოლონ ნუცუბიძე (1903-????)
ეკონომიურ მეცნიერებათა დოქტორი(1961), პროფესორი(1963).
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიური ფაკულტეტი 1928 წელს.
1926-1928წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური გაზეთის “პროლეტარულ სტუდენტთა ხმის” რედაქტორი. 1931-1939წწ. გაზეთი “კომუნისტის” საერთაშორისო ინფორმაციის განყოფილების გამგე. 1939-1941წწ. ჟურნალების “პარტიული მშენებლობა”, 1948-1949წწ. “ბოლშევიკი”, “საქართველოს კომუნისტი”. 1953-1954წწ. მთავარი რედაქტორი. 1946-1948წწ. მუშაობდა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის რესპუბლიკის პარტსკოლის დირექტორად და პოლიტიკური ეკონომიკის კათედრის გამგედ. 1948-1950წწ. საქ. კპ ცკ-ის პროპაგანდის განყოფილების გამგის მოადგილე. 1950-1960წწ. საქართველოს მეცნიერების აკადემიის ეკონომიკის და სამართლის ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის ეკონომიკის განყოფილების გამგე. 1960-1980წწ. ამავე ინსტიტუტის პოლიტეკონომიის განყოფილების გამგე. 1954-1958წწ. არჩეული იყო საქ. კპ ცკ-ის სარევიზიო კომისიის წევრად.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments