ევგენი არტემიძე (დ. 4 აგვისტო, 1920 — გ. 22 ივნისი, 2010)
მეორე მსოფლიო ომის ქართველი მონაწილე, 1945 წლის ტექსელის აჯანყების ერთ-ერთი ორგანიზატორი.
1940 წელს გაიწვიეს საბჭოთა არმიაში. 1941 წლის აგვისტოში ტყვედ ჩაუვარდა გერმანიის არმიას და მოხვდა რუმინეთის ერთ-ერთ ტყვეთა ბანაკში, საიდანაც აყვანილ იქნა ვერმახტის ქართულ ლეგიონში. 1945 წელს იყო ტექსელზე ქართული ბატალიონის ამბოხების ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1945 წელს რეპატრირებული იქნა საქართველოში. ცხოვრობდა დაბა მანგლისში. გარდაიცვალა საბჭოთა კავშირის გერმანიასთან ომის დაწყებიდან 69 წლის თავზე, 90 წლის ასაკში. გამოქვეყნებული აქვს მოგონებები „მანგლისიდან ინგლისამდე“.
დაკრძალულია მანგლისში, პატარა როშას სასაფლაოზე. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ქალბატონმა ნატალია ბაჩტერმა, რისთვისაც ვუხდით მადლობას.

