ვაჟა ივერიელი (1925-1999)
ექიმი–თერაპევტ–ენდოკრინოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1946 წელს.
1946–1950წწ. იყო რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ექიმი–ორდინატორი; 1950–1953წწ. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის, აკადემიკოს პავლოვის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი; 1955–1958წწ. ენდოკრინოლოგიური ჯგუფის მეცნიერ–თანამშრომელი (ლენინგრადი); 1958 წლიდან თბილისის ექიმთა დახელოვნების (ამჟამად სამედიცინო აკადემია) ენდოკრინოლოგიის კათედრის გამგე; იყო ენდოკრინოლოგია–მეტაბიოლოგია–დიეტოლოგიის კლინიკის დირექტორი. ავტორია 120 სამეცნიერო ნაშრომის, დასტამბული აქვს 7 მონოგრაფია. მიღებული აქვს საქართველოს განათლების სამინისტროს რესპუბლიკური პრემია (1983).
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.
