ვლადიმერ კარსანიძე (დ. 23 მაისი, 1910, სოფ. მათხოჯი, ხონის მუნიციპალიტეტი — გ. 2 ივნისი, 1968, თბილისი)
ქართველი დრამატურგი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
1927 წელს გაზეთ „ახალგაზრა კომუნისტში“ პირველად დაიწერა მისი ლექსები. მალე კომკავშირული საგზურით გაიგზავნა სახკინრეწვში, ხოლო 1931 წელს მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტში. 1935 წელს დაამთავრა სასცენარო ფაკულტეტი და დაბრუნდა საქართველოში.
ვ. კარსანიძე მრავალი მხატვრული და სამეცნიერო-პოპულარული ფილმის სცენარების ავტორია. როგორიცაა: „დაგვიანებული სასიძო“, „ბაში-აჩუკი“, „გლახის ნაამბობი“, „ბედნიერი შეხვედრა“, „ამბავი სოფელ ნატანებზე“, „შემოდგომა კახეთში“, „აკაკი წერეთელი“, „გორი“, „ფერეიდნელი ქართველები“, „საინგილო“ და სხვა. მისივე სცენარით გადაიღეს პირველი ქართული მულტფილმები: „ნიკო და სიკო“, „გაზაფხულის სტუმრები“ და სხვა.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

