თემურ მათურელი (1947-1993) – მუსიკოსი. პიანისტი. დაამთავრა თბილისის II მუსიკალური სასწავლებელი 1965 წელს, მოსკოვის კონსერვატორია 1970 წელს(საფორტეპიანო).
1970-1991წწ. იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი(ფორტეპიანო); 1991-1992წწ. თანამშრომლობდა საქართველოს სიმებიან კვარტეტთან . კონცერტები: მოცარტი G-dur, ბეთჰოვენი N1, შოპენი N1, N2, ლისტი N1, ჩაიკოვსკი N1, რახმანინოვი N2, “რაფსოდია პაგანინის თემაზე”; კამერული რეპერტუარი: ბორის ჩაიკოვსკი სონატა ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის, სონატები: მოცარტი, ბეთჰოვენი, შუბერტი, შოპენი, სკრიაბინი, კაბალევსკი, ენესკუ, ბარბერი, ჰინდემიტე, ბერგი, მისივე “12 ვარიაცია საკუთარ თემაზე”; 1993 წელს კუნძულ ტექსელზე სოლო კონცერტის შემდეგ კულისებში გარდაიცვალა; დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, წმ. გიორგის ეკლესიასთან.

