კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

თენგიზ ანთელავა (1935-2011)
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.
დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი 1956 წელს.
1957-1975წწ. მუშაობდა სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობაზე; 1976-1979წწ. იყო სოხუმის N1 სკოლა-ინტერნატის დირექტორი. პარალელურად ეწეოდა სამეცნიერო-კვლევით მუშაობას; 1979 წლიდან აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში აგრძელებს მუშაობას, იყო ისტორიის კათედრის მასწავლებელი, დოცენტი, ისტორია-იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 1989 წლიდან, 17 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიულ ფაკულტეტს.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე, წმ. გიორგის ეკლესიის შესასვლელამდე, მარჯვენა მხარეს.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments