ივანე ხოხლოვი (1908-1983)
ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1960), პროფესორი (1961). სსრკ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი
დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1931 წელს.
მუშაობდა სოფლის მეურნეობის მექანიზაციის დარგის საწარმოო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში; 1957-1961წწ. იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოაადგილე; 1961-1972წწ. – საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს გაერთიანების “საქსოფტექნიკის” თავმჯდომარე; 1972 წლიდა. – საკავშირო სასოფლო-სამეცნიერო მეცნიერებათა აკადემიის ამიერკავკასიის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი; 1942 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს სასოფლო-სამეცნიერო ინსტიტუტში; მისი სამეცნიერო შრომები ძირითადად ეხება სამთო მიწათმოქმედების მექანიზაციის საკითხებს; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები;
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.

