კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ილია მირცხულავა (1913-1976)
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1965).
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1938 წელს; საკ. კპ (ბ) ცკ-თან არსებული უმაღლესი პარტიული სკოლა 1941 წელს.
მეორე მსოფლიო ომის მონაწილე; 1958-1964წწ. მუშაობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში; 1964-1970წწ. საქართველოს კპ ცკ-თან არსებული პარტიის ისტორიის ინსტიტუტის, სკკპ ცკ-თან არსებული მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის ფილიალის დირექტორის მოადგილე; 1970 წლიდან საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივი მეცნიერების დარგში სამეცნიერო ინფორმაციის სექტორის დირექტორი. იკვლევდა საქართველოსა და ამიერკავკასიის პარტორგანიზაციების, რევოლუციური მოძრაობის, საბჭოთა პერიოდის საქართველოს ისტორიას და აგრარული ურთიერთობის პრობლემებს. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments