ირაკლი ღარიბაშვილი (1960-2021)
ბიბლიოგრაფი, ინჟინერი, ფიზიკოსი
დაამთავრა მოსკოვის ფიზიკა–ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკისა და ენერგეტიკის ფაკულტეტი 1983 წელს.
1983–1986წწ. იყო მოსკოვის ოლქის კურჩატოვის სახელობის ატომური ენერგიის ინსტიტუტის ფილიალის ინჟინერი; 1990–1993წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1993–2000წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური სამეცნიერო ბიბლიოთეკის განყოფილების გამგე; 2000–2006წწ. საქართველოს სახელმწიფო წიგნის პალატის დირექტორის მოადგილე. 2006-2021წწ. იყო ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი; მრავალი პროექტის ავტორი და თანაავტორი, მათ შორის : “ქართულ ბიბლიოგრაფიულ მონაცემთა ბაზები ინტერნეტში საბიბლიოთეკო–საინფორმაციო ტერმინოლოგიის ინგლისურ–რუსულ–ქართული ინტერაქტიული ლექსიკონი” (2001–2004); საქართველოს ბიბლიოთეკების სტატისტიკა – ინტერნეტ გამოცემა (2001); ჟურნალ “საქართველოს ბიბლიოთეკის” ელექტრონული ვერსია (2003); საქართველოს ეროვნული სტანდარტი “ქართულ ასო–ნიშანთა კლავიატურაზე განლაგების ოპტიმიზაცია” (2003–2004) და სხვა.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში,წმ. გიორგის ეკლესიასთან.

