კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

იური კაკულია (1923-1997)
რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი.
დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი 1946 წელს და მოსკოვის ა. ლუნაჩარსკის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1952 წელს.
სხვადასხვა წლებში მუშაობდა: ქუთაისის (რეჟისორად-1962-1963, სამხატვრო ხელმძღვანელად – 1970-1972, დირექტორად და სამხატვრო ხელმძღვანელად 1982-1985), კულტსაგანმანათლებლო სასწავლებლისა და თეტრალური სინსტიტუტის პედაგოგად (1953-1955), სოხუმის (მთავარ რეჟისორად 1956-1958, და 1967-1968, დირექტორად და სამხატვრო ხელმძღვანელად 1979-1982წ; ჭითურის (დირექტორად და სამხატვრო ხელმძღვანელად 1979-1982) მარჯანიშვილის (რეჟისორად 1964-1968), რუსთავის(მთავარ რეჟისორად 1972-1975 და რეჟისორად 1989 წ.), გორის (დირექტორად, სამხატვრო ხელმძღვანელად 1975-1979), ს. ახმეტელის სახელობის (მთავარ რეჟისორად 1986-1989) და პანტომიმის (დრამატულ მსახიობთა ჯგუფის მთავარ რეჟისორად 1988-1989) სახელმწიფო თეატრებში.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, წმ.გიორგის ეკლესიასთან.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments