ლეონ მელიქსეთ-ბეგი (სომხ. Լեոն Մելիքսեթ-Բեկ; დ. 26 სექტემბერი [ ძვ. სტ. 14 სექტემბერი], 1890, თბილისი, საქართველო — გ. 3 სექტემბერი, 1963, იქვე)
არმენოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1928), პროფესორი (1930), საქართველოს სსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1941), სომხეთის სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1945).
ოდესის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თბილისის სხვადასხვა სამეცნიერო საზოგადოებაში. 1918 წელს მიიწვიეს თბილისის უნივერსიტეტში.
1922 წლიდან გარდაცვალებამდე იყო თსუ-ის არმენოლოგიის კათედრის გამგე. მუშაობდა ლიტმცოდნეობის, არქეოლოგიის, ხელოვნებათმცოდნეობის, ეთნოგრაფიის, ეპიგრაფიკის, სამართლის, ბიბლიოგრაფიის და სხვა საკითხებზე.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
