მალხაზ სიორიძე (1957-2011) –
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
1984-1986 წლებში სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1986 წელს მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო 2001 წელს – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. წლების მანძილზე ეწეოდა ნაყოფიერ სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2004-2008 წლებში იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 2007 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.
დაკრძალულია ბათუმში, ფერიის სასაფლაოზე.

