მიხეილ გაფრინდაშვილი (1927-1999)
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1946 წელს, ასპირანტურა-ისტორიის სპეციალობით 1949 წელს.
1948-1955 წლებში პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1961-1964 წლებში იყო შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; 1964 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1983 წლიდან დირექტორის მოადგილე; 1972-1976 წლებში მუშაობდა საქართველოს ტელერადიოკომიტეტში; 1976-1983 წლებში საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში კათედრის გამგედ; იყო საქართველოს ისტორიის ნარკვევების ერთ-ერთი ავტორი (მე-4 და მე-5 ტომები), რისთვისაც მიენიჭა სახელმწიფო პრემია. მ. გაფრინდაშვილის უკანასკნელი ნაშრომი “ქართული საზოგადოებრივი აზროვნების ისტორია უძველესი დროიდან მეოცე საუკუნემდე”, ხელნაწერის სახით დარჩა და გამოიცა მისი გარდაცვალების შემდეგ.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.

