კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ნიკოლოზ თავართქილაძე (1905-1989)
გენერალ-მაიორი
დაამთავრა ქართული გაერთიანებული სამხედრო სკოლა 1927 წელს.
1939 წელს მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიის კურსების დამთავრების შემდგომ დაინიშნა კიევის განსაკუთრებულ სამხედრო ოლქში ერთერთი დივიზიის ოპერატიული ნაწილის უფროსად. II მსოფლიო ომის (1939–1945) დროს მეთაურობდა 76-ე მსროლელ დივიზიას (1942 წლიდან–51-ე გვარდიის მსროლელი დივიზია), 1943–1945 წლებში 23-ე გვარდიის მსროლელ კორპუსს. მონაწილეობდა სტალინგრადის, ორიოლ-კურსკის ბრძოლებში, იბრძოდა უკრაინის, უნგრეთის, ჩეხოსლოვაკიის, ავსტრიის განთავისუფლებისათვის. 1945 წლიდან იყო საჰაერო სადესანტო კორპუსის მეთაური. 1954 წელს დაამთავრა საბჭოთა არმიის გენერალური შტაბის აკადემიის კურსები. 1958 წლიდან თადარიგში იყო. ნიკოლოზ თავართქილაძე არის ომის თემაზე დაწერილი ნაწარმოებებისა და კინოსცენარების ავტორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის საბრძოლო ორდენები და მედლები.
დაკრძალულია თბილისში, საზოგადო მოღვაწეთა საბურთალოს პანთეონში. წმ. გიორგის ეკლესიის ეზოში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments