კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ნოდარ დოლიძე (1928-2001) – ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1973), პროფესორი(1979). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1952 წელს.
მუშაობა დაიწყო სანატორიუმ “ბორჯომ-ლიკანის” ქირურგად; 1962-1968წწ. მუშაობდა ნ. ყიფშიძის სახელობის რესპუბლიკურ ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში; 1979 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის პროფესორი, იმავდროულად საქართველოს სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრის ქირურგიული სტაციონარის ხელმძღვანელი; 1995 წლიდან თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის “საქართველოს” ქირურგიულ სნეულებათა კათედრის გამგე; დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted