კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ფარნაოზ ბატონიშვილი (ბაგრატიონი) (დ. 1775 — გ. 30 მარტი, 1852) – 1801 წელს თავის უფროს ძმასთან იულონთან ერთად ებრძოდა რუსეთის ხელისუფლებას საქართველოს დამოუკიდებლობისათვის. 1805 წელს ვორონეჟში გადაასახლეს. შემდეგ პეტერბურგში ცხოვრობდა, მაგრამ რუსეთის სამსახურში არ შესულა. 1843 წლის 18 ივნისს, საქართველოს სამეფო ოჯახის წევრებს რუსეთის იმპერატორის ბრძანებით „უვადო“ პენსიაზე დაემატათ „შთამომავლობითი“ პენსიაც. დასაფლავებულია ალექსანდრე ნეველის ლავრაში. მის გვერდით განისვენებს მეუღლე-ანა. მასთან ერთად დაკრძალულია იულონ ბატონიშვილი (ბაგრატიონი) (დ. 15 ივნისი, [ძვ. სტ. 4 ივნისი ], 1760, პეტერბურგი — გ. 14 თებერვალი, [ ძვ. სტ. 2 თებერვალი], 1827) – ერეკლე II-ისა და დარეჯან დედოფლის შვილი, ქართლ-კახეთის სამეფო ტახტის პრეტენდენტი. რუსეთისგან მოითხოვდა გეორგიევსკის ტრაქტატის თანახმად აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკური დამოუკიდებლობის აღდგენას. მალე სოლომონ II-თან გაიქცა იმერეთში და ახალციხის ფაშის მეოხებით მოლაპარაკება გამართა ოსმალეთთან ცარიზმის წინააღმდეგ დახმარების თაობაზე. 1805 რუსეთში გადაასახლეს. ცხოვრობდა პეტერბურგში. საფლავის სურათი აღებულია ბატონი ზაზა აბაშიძის გვერდიდან.
       
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments