ჯემალ გოგუაძე (1939-2000)
ტრავმატოლოგ–ორთოპედი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი (1996).
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1963 წელს.
მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის კათედრაზე; 1994 წლიდან იყო ამავე კათედრის გამგე; 1997-2000წწ. ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო–კვლევითი ცენტრის დირექტორი და რესპუბლიკის მთავარი ტრავმატოლოგ–ორთოპედი; ავტორია 10 გამოგონებისა და ერთი მონოგრაფიის.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.

